logo_geo
პეკინის ქუჩაზე სამარშრუტო ტაქსი ქვეითს დაეჯახა
- +

10 მაისი. 2018. 15:56

 

თბილისში, პეკინის გამზირზე სამარშრუტო ტაქსი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

„პირველს“ შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა ითვალისწინებს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი