logo_geo
სუს-ის გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ფაქტზე ორი პირი დააკავა
- +

12 მაისი. 2018. 19:30

 

სუს-ის გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ფაქტზე ორი პირი დააკავა.

 

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, 11 მაისს, თბილისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი, სახელმწიფო უსაფრთხოების რიგითი, 1995 წელს დაბადებული ზ.კ. და 1985 წელს დაბადებული მოქალაქე მ.ს. ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექცია“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი