logo_geo
გიორგი გახარია: პარასკევი საღამო გავუფუჭეთ ახალგაზრდებს, მაგრამ...
- +

18 მაისი. 2018. 20:36

 

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ „პარასკევი საღამო გავუფუჭეთ ახალგაზრდებს, მაგრამ თუ კიდევ გვექნება მსგავსი კრიტიკული არჩევანი, ვალდებულები ვიქნებით, მოვიქცეთ მსგავსად“. გახარიამ ასევე დასძინა, რომ ეს არ იყო შეჭრა.

 

„არ იყო ეს არსად შეჭრა. ის ფორმები, რაც იყო გამოყენებული, კანონიერი იყო, ახალგაზრდების დასაცავად. არანაირი დისკომფორტი იქ ამ ხალხისთვის არ შექმნილა, გარდა იმისა, რომ კლუბური ცხოვრებისთვის განსაზღვრული პარასკევი საღამო ჩვენ მართლა გავუფუჭეთ ამ ხალხს. მაგრამ საჯარო სიკეთე ერთი და მეორე მხრიდან უბრალოდ შეუდარებელია. თუ კიდევ გვექნება მსგავსი არჩევანი - ისეთი კრიტიკული, როგორიც იყო - ჩვენ უბრალოდ ვალდებულები ვიქნებით, მოვიქცეთ მსგავსად“, - განაცხადა გახარიამ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი