logo_geo
თელავში 30-წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს
- +

20 მაისი. 2018. 18:49

 

თელავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, სასაფლაოზე ახალგაზრდებს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება დაჭრით დასრულდა. შემთხვევის შედეგად მამაკაცს ცივი იარაღით ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

 

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, პაციენტს ქირურგიული ოპერაცია უტარდება და მისი მდგომარეობა მძიმეა.

 

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შსს-ს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო. დადგენილია სავარაუდო დამნაშავე პირი და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი