logo_geo
თურქეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
- +

24 მაისი. 2018. 12:08

 

თურქეთში პოლიციამ საქართველოს მოქალაქეების დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა. 26, 28 და 31 წლის მამაკაცები იზმირში აიყვანეს. მათ ბრალად სულ მცირე 6 საცხოვრებელი სახლის გაქურდვა ედებათ.

 

გამოძიების ცნობით, მათ 90 ათასი თურქული ლირას ღირებულების ოქროს ნაკეთობები და სხვა ძვირფასი ნივთები მოიპარეს.

 

პოლიციის ცნობით, დამნაშავეების სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. სამართალდამცავების განცხადებით, იზმირში გაქურდული 6 სახლის კარი იდენტური მეთოდით არის გახსნილი.

 

საქართველოს მოქალაქეების ბინის ჩხრეკის დროს ამოღებულია სპეციალური ხელსაწყო, რომლითაც ისინი კარის საკეტს ხსნიდნენ. სამივე დაკავებული წინასწარ პატიმრობაში რჩება.

 

big_banner
არქივი