logo_geo
მესტიაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებს ჩაბარდა
- +

3 ივნისი. 2018. 12:23

 

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებს ჩაბარდა.

 

24 წლის ადგილობრივმა მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკებისას ორ თანასოფლელ ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. ერთ-ერთი დაჭრილი 23 წლის მამაკაცი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა, მეორე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა და მესტიის საავადმყოფოში მკურნალობას გადის.

 

მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი