logo_geo
დოლიძეზე, მაღაზიაში მოქალაქემ გაისროლა, რის შედეგადაც კონსულტანტი დაშავდა
- +

4 ივნისი. 2018. 11:49

 

 

დოლიძის ქუჩაზე მაღაზიის კონსულტანტი გასროლის შედეგად დაშავდა.

 

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, კონსულტანტმა ფეხის არეში მიიღო ჭრილობა.

 

თვითმხილველების განცხადებით, 60-70 წლის მამაკაცმა, გაუგებარი მიზეზის გამო, იარაღიდან გაისროლა და ანასხლეტი ახალგაზრდა გოგოს ფეხში მოხვდა. მათივე თქმით, მამაკაცი სავარაუდოდ ნასვამი იყო.

 

„დამირეკეს და მითხრეს, რომ გასროლა მოხდა. ჩვენი თანამშრომელი დაშავდა, ახალგაზრდა გოგოა, სტუდენტი“, – განაცხადა მაღაზიის მენეჯერმა ჯეკო სულაშვილმა.

 

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მამაკაცი ჯერ მაღაზიის თანამშრომლებმა დააკავეს, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახეს. დაკავებული ამჟამად, სამართალდამცველებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე იმყოფება. ადგილზეა სასწრაფო დახმარების ჯგუფიც.

 

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 236-ე და 239-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ხულიგნობას გულისხმობს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი