logo_geo
სუს-მა აფეთქების შესახებ, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებაზე, გამოძიება დაიწყო
- +

12 ივნისი. 2018. 19:11

 

 

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ, 31 მაისს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

 

ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ სუს-ის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

 

„ნებისმიერი პირის მიერ გაკეთებული მსგავსი შინაარსის საჯარო განცხადების შემდეგ, სადაც საუბარია ტერორისტული აქტის ჩადენაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია, სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია“, – განუცხადეს „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

 

ცნობისთვის, 31 მაისს, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე გამოსვლისას, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ მას და რამდენიმე ასეულ ადამიანს, ფიცი ჰქონდათ დადებული, მისულიყვნენ სუს-ში და თავი აეფეთქებინათ.

 

„მე და ჩემ რამდენიმე ასეულ ადამიანს, ფიცი გვქონდა დადებული, მივსულიყავით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და აგვეფეთქებინა თავები. მაგრამ მე ეს გადავიფიქრე ჩემი საყვარელი ქართველი ადამიანების გამო, რომ რომელიმე რიგითი არ დაშავებულიყო“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი