logo_geo
მოსკოვში, ქართველი ფეხბურთელი გარდაცვლილი იპოვეს
- +

19 ივნისი. 2018. 16:53

 

 

მოსკოვში, კუტუზოვის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში საქართველოს მოქალაქე, ყოფილი ფეხბურთელი რომეო კოპალიანი გარდაცვლილი იპოვეს. თავდაპირველად რუსულ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ საცხოვრებელი ბინა საქართველოს ნაკრების წევრ საბა კვირკველიას ეკუთვნოდა და გარდაცვლილიც ქართველი ფეხბურთელის მეგობარი იყო, თუმცა კვირკველიას თქმით, ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება.

 

„უკვე ექვსი თვეა იმ სახლში აღარ ვცხოვრობ. სახლი მეგობარს გადავეცი და იქ უკვე ნახევარი წელია აღარ ვყოფილვარ. გარდაცვლილი ჩემი მეგობარი არ ყოფილა. ეს ადამიანი საქართველოში ცნობილი ფეხბურთელია და იმის მეგობარია, ვისაც მე სახლი გადავეცი. მე ახლა საქართველოში ვიმყოფები, ეს ყველაფერი საინფორმაციოებიდან შევიტყვე და შოკირებული ვარ", - აღნიშნა კვირკველიამ.

 

ქართველი ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი