logo_geo
სააპელაციო სასამართლომ მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი პატიმრობაში დატოვა
- +

19 ივნისი. 2018. 18:38

 

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს (ბახალა) 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

გიორგი გიორგანაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის წარუდგინეს. თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას ნარკოტიკული საშუალება პოლიციამ ჩაუდო.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი