logo_geo
კვიპროსზე ქართველი ქალები დააკავეს
- +

21 ივნისი. 2018. 11:37

 

კვიპროსზე საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. 4 ქალი სამართალდამცველებმა ქალაქ პაფოსში მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი ბინადრობისა და მუშაობის ნებართვის მიღების მიზნით საემიგრაციო სამსახურში მივიდნენ, ადგილზე კი საბერძნეთისა და ლიტვის ყალბი პასპორტები წარადგინეს.

 

დაკავებულების ასაკი 27-დან 38 წლამდეა. სასამართლომ მათ ყალბი საბუთების გამოყენების, უკანონოდ დასაქმების მცდელობისა და კვიპროსის ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნის ბრალდებით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

დაკავებულებმა აღიარეს, რომ ყალბი პასპორტები საქართველოში შეიძინეს.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი