logo_geo
თბილისში, ფილარმონიასთან მოზარდი დაჭრეს
- +

23 ივნისი. 2018. 15:52

 

თბილისში, ფილარმონიასთან ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, 16 წლის მოზარდი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

 

არსებული ინფორმაციით, მას დაზიანება ბასრი საგნით, სავარაუდოდ, მინის ნატეხით, ხელის არეში აქვს მიყენებული. მოზარდი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

 

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი