logo_geo
ბავარი-ლენტეხის გზაზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
- +

26 ივნისი. 2018. 11:15

 

 

ბავარი-ლენტეხის საავტომობილო გზაზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის აპარატიდან აცნობეს, 25 ივნისს, საავტომობილო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავებული პირი ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

მათივე ინფორმაციით, მეორე დაშავებული, რომელსაც მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება, ლენტეხის საავადმყოფოში გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ მუნიციპალიტეტის მერთან ერთად მოინახულა.

 

„სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს,“ - ნათქვამია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი