logo_geo
თბილისში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს
- +

7 ივლისი. 2018. 15:58

 

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს. ამ ეტაპზე არ ვრცელდება ინფორმაცია, თუ რა რაოდენობის თანხაა წაღებული ფილიალიდან.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი