logo_geo
ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
- +

10 ივლისი. 2018. 10:57

 

 

ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ, დანით დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მამაკაცს ჭრილობა ზურგის არეში აღენიშნება, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებული ბათუმის სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული.

 

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რას ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად დაიჭრა არასრულწლოვანი, თუმცა აღნიშნული არ დასტურდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი