logo_geo
რა საკითხზე დაიბარეს ზურაბ ალავიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე - ყოფილი მინისტრის კომენტარი
- +

17 ივლისი. 2018. 18:57

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე მის დაბარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მზად არის ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი.

 

„ვიმყოფებოდი მთავარ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. გამოკითხვაზე შეკითხვები შეეხებოდა ჩემს თანამდებობაზე დანიშვნამდე და ასევე შემდგომ პერიოდში ტენდერებში გამარჯვებულად გამოვლენილ კომპანიებს და შესყიდვებს. გამოძიებას მივაწოდე ჩემს ხელთ არსებული სრული და ამომწურავი ინფორმაცია. როგორც იცით, მიმდინარეობს გამოძიება და დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მზად ვარ, პასუხი გავცე შეკითხვებს“, - განაცხადა ალავიძემ.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი