logo_geo
რუსეთის ერთ-ერთი ოლქის დეპუტატები საქართველოში დააკავს
- +

7 აგვისტო. 2018. 14:57

 

რუსეთის, ნიჟეგოროდის ოლქის საკრებულოს და ბალახნინსკი ოლქის დეპუტატები, ძმები ალექსანდრე და ვლადიმირ გლუშკოვები საქართველოში დააკავეს.

 

დეპუტატები საერთაშორისო ძებნაში თაღლითობისა და ქრთამის აღებისთვის იყვნენ გამოცხადებული.

 

ამის შესახებ ინფორმაციას ნიჟეგოროდის ოლქის საგამოძიებო სამსახურზე დაყრდნობით რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი“ ავრცელებს.

 

ნიჟეგოროდის საგამოძიებო უწყებამ ძმების ალექსანდრე და ვლადიმირ გლუშკოვების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 22 მარტს აღძრა. ძმებმა გლუშკოვებმა კი, რუსეთი დატოვეს.

 

ქართველმა სამართალდამცველებმა 2 აგვისტოს საქართველოში ერთ-ერთი ძმა ვლადიმირ გლუშკოვი, ხოლო 5 აგვისტოს ალექსანდრე გლუშკოვი დააკავეს.

 

გამოძიების ვერსიით, ალექსანდრე გლუშკოვმა 2015 წლის ივლისში შუამავლის, ძმის ვლადიმირ გლუშკოვის მეშვეობით,სამშენებლო კომპანიის დირექტორისგან ორი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის მიწის გამოყოფის სანაცვლოდ, ქრთმამის სახით 6 მილიონი რუბლი მიიღო.

 

გარდა ამისა, 2013-2016 წლებში ძმებმა გლუშკოვებმა გაყალბებული დოკუმენტაციით ორსართულიანი სავაჭრო ცენტრი ააშენეს იმ ტერიტორიაზე, რომელიც ავტოსადგურის ექსპლუატაციისთვის იყო განკუთვნილი. ამასთან, ირგვლივ მდებარე ყველა შენობა-ნაგებობა დაანგრიეს, მოსახლეობა კი, სატრანსპორტი კვანძის გარეშე დარჩა. ამ სქემის შედეგად, ბალახნინსკის რაიონს 100 მილიონი რუბლის ოდენობის ზარალი მიადგა.

 

ამჟამად ძმების გლუშკოვების რუსეთში ექსპოტრადიდრების საკითხი განიხილება.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი