logo_geo
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- +

10 აგვისტო. 2018. 14:21

 

 

 

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. ერთი დაშავებული მამაკაცი კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

ექიმების ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

 

„ბათუმში გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ასევე მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რომლის მძღოლიც, 60 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ერთი პირი გადაყვანილია საავადმყოფოში. გამოძიება სსკ-ის 276- ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4 - დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - განაცხადეს შსს-ში.

 

 

 

big_banner
არქივი