logo_geo
ფოთში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო
- +

5 სექტემბერი. 2018. 10:46

ფოთში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე ორი - 236-ე და 124-ე მუხლებით აღიძრა.

 

236-ე მუხლი გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, 124-ე მუხლი კი, ჯანმრთელობის დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

 

ადგილზე კრიმინალისტებმა მუშაობა ცოტა ხნის წინ დაასრულეს.

 

შეგახსენებთ, რომ ფოთში, გამთენიისას, 4 პირს, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა აუფეთქდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 1 და დაშავდა სამი მათგანი. საუბარია 33 წლის, 16 წლის, 29 წლის და 41 წლის მამაკაცებზე, რომელთაგანაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

 

 

 

 

big_banner
არქივი