logo_geo
გიორგი ვოლსკი: ყველამ, ვინც გადაწყვეტს, მოიხმაროს კანაბისი, უნდა იცოდეს, რომ მას სერიოზული კანონიერი ზემოქმედება ემუქრება
- +

12 სექტემბერი. 2018. 14:55

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მარიხუანას მოხმარების გამო, პირს სახელმწიფო სამსახურებში მუშაობის შესაძლებლობა შეეზღუდება.

 

მისივე თქმით, ესაა ერთ-ერთი შეზღუდვა, ისევე როგორც სანქციები იქნება გატარებული მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ავტომანქანის მართვის შემთხვევაში.

 

„უპირველეს ყოვლისა ყველამ, ვინც გადაწყვეტს, რომ მოიხმაროს კანაბისი, უნდა იცოდეს, რომ მას სერიოზული შეზღუდვები და სერიოზული კანონიერი ზემოქმედება ემუქრება - დაწყებული მართვის მოწმობის ჩამორთმევიდან ან შეზღუდვიდან, დამთავრებული სახელმწიფო სამსახურებში მუშაობის შესაძლებლობით“, - განაცხადა ვოლსკიმ.

big_banner
არქივი