logo_geo
ქრთამის აღების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სუს-მა ერთი პირი დააკავა
- +

16 სექტემბერი. 2018. 11:12

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის აღების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.

 

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარეობგამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებული საცხოვრებელი სახლების და მანქანების ჩხრეკის შედეგად, დაკავებულია მოქალაქე ზაზა ხ. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი