logo_geo
ლევან ყიფიანი: რაც წინასწარ შეთანხმებით ჩავწერეთ, იმ ფორმით კი არ გავიდა, ისიც დამონტაჟებულია
- +

3 ოქტომბერი. 2018. 21:30

 

 

სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერების ავთენტურობაზე ისაუბრა.

 

ყიფიანის თქმით, წინასწარ შეთანხმებით მომზადებულ მასალაში გამოყენებულია აბსოლუტურად სხვადასხვა დროს არსებული ჩანაწერები.


რაც წინასწარ შეთანხმებით ჩავწერეთ, იმ ფორმით კი არ გავიდა, ისიც დამონტაჟებულია, და მიერთებულია რაღაც სხვა, ძველი დროის ჩანაწერებს, რომელსაც როგორც ჩანს ის აკეთებდა", - განაცხადა ლევან ყიფიანმა "ომეგა ჯგუფის" საქმეზე სასამართლოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ.


გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება 12 სექტემბერს 180-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.


სატელეფონო საუბარი სამ პირს შორის მიმდინარეობს. ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს ესაუბრება, ასევე საუბრის მონაწილე პირია ბიზნესმენი და ვანო ჩხარტიშვილთან ერთად „თბილისის თამბაქოს“ აქციონერი ირაკლი ჩუბინიშვილი.


პროკურატურის ინფორმაციით, მედიასაშუალებებიდან გამოთხოვილია აუდიოჩანაწერები, დანიშნულია ექსპერტიზები და ყველა იმ პირის დადგენის მიზნით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, რომლებიც ამ ჩანაწერებში ფიგურირებენ.


big_banner
არქივი