logo_geo
„თბილისობის“ დღესასწაულზე ავტომანქანების გადაადგილება შეიზღუდება! - რა მიმართულებით შეძლებთ მოძრაობას
- +

5 ოქტომბერი. 2018. 20:59

 

 

თბილისობის დღესასწაულზე ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ „თბილისობის“ დღესასწაულზე დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით:

 

5 ოქტომბერს დილის 05:00 საათიდან მოძრაობა აიკრძალება ევროპის მოედანზე, ასევე მეტეხის ხიდზე. მოძრაობა აიკრძალება აბანოთუბნიდან გორგასლის მოედნის მიმართულებით. მოძრაობა შესაძლებელი იქნება თუმანიანის ქუჩიდან კოტე აფხაზის ქუჩის გავლით.

 

ასევე 5 ოქტომბერს 21:00 საათიდან მოძრაობა დაიკეტება რესპუბლიკის მოედანზე. რუსთაველიდან მოძრავი ნაკადი იმოძრავებს რესპუბლიკის მოედნის გავლით კოსტავას ქუჩის მიმართულებით, ხოლო მელიქიშვილი კოსტავას ქუჩიდან მომავალი ნაკადი იმოძრავებს ელბაქიძის დაღმართის გავლით სანაპიროს მიმართულებით აგრეთვე მოძრაობა შეიზღუდება ახვლედიანის მოედანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე სრულად დაიკეტება ბარათაშვილის მარცხენა პანდუსი.აზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება მისთვის განკუთვნილ ზოლში, კერძოდ, ახვლედიანიდან ბარათაშვილის ხიდისა და წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მიმართულებით.

 

6 ოქტომბერს, 9:00 საათიდან 23:00 საათამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება ოქროყანაში, მთაწმინდის პარკის მიმართულებით. გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომელიც განლაგებული იქნება შინდისი-ოქროყანის გზაჯვარედინზე. მოძრაობა სრულად აღდგება „თბილისობის“ დღესასწაულის დასრულებისთანავე.

 

 

big_banner
არქივი