logo_geo
ბორჯომში 24 წლის განმავლობაში ძებნილი პირი დააკავეს
- +

6 ოქტომბერი. 2018. 22:51

 

 

24 წლის განმავლობაში ძებნილი, 1970 წელს დაბადებული ვ.კ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბორჯომში დააკავეს.

 

აღნიშნული პირი 1994 წლიდან ძარცვის, ყაჩაღობისა და საპატიმრო დაწესებულებიდან გაქცევისთვის იძებნებოდა.

 

ვ.კ.-ს 1994 წლის 6 ივლისს, პროკურორის სანქციით, აღკვეთის ღონისძიების სახით, 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. იმავე წლის 16 სექტემბერს, წინასწარი პატიმრობის პერიოდში, იგი ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან სხვა პირებთან ერთად გაიქცა, რისთვისაც მასზე ძებნა გამოცხადდა.

 

2008 წელს ახალციხის სასამართლოს განაჩენით, შეწყდა მის მიმართ ძარცვაზე დაწყებული საქმე, იზოლატორიდან გაქცევის გამ კი, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა.

 

ამ დროისთვის, დაკავებული გადაყვანილია მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

 

 

big_banner
არქივი