logo_geo
„ბადრი პატარკაციშვილი მკვლელობა სააკაშვილის მიერ იყო სანქცირებული“ – პროკურატურა გამოძიების დეტალებზე
- +

18 ოქტომბერი. 2018. 21:48

 

მთავარმა პროკურატურამ, ბიზნესმენ, ტელეკომპანია „იმედის” დაფუძნებლის, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი გახსნა, რომლის თანახმად დგინდება, რომ მკვლელობა სანქცირებულია  ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ, რადგან ბადრი პატარაკაციშვილი მათი პოლიტიკური ოპონენტი და ხელისუფლების დაუძინებელი მტერია.

 

​ჩანაწერის მიხედვით პატარკაციშვილის ლიკვიდაცია კუდს უნდა განეხორციელებინა.

 

როგორც მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა,  გახმაურებულ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის სახლის ჩხრეკისას ამოღებულია შს სამინისტროს კუთვნილი ხმის ჩამწერი მოწყობილობა და ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ 2007 წლის 5 თებერვალს გაკეთებულ ჩანაწერში საუბარია კონკრეტული პირის ლიკვიდაციის მომზადებაზე.

 

​მისივე ინფორმაციით, 2007 წლის 4 თებერვალს გაკეთებულ ჩანაწერში, კუდის მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე ესუბრება ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრს და მის გადმობირებას ცდილობს. საუბრისას ადასტურებს რომ მკვლელობის მომზადება სანქცირებულია იმ დროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ, რადგან ბადრი პატარაკაციშვილი მათი პოლიტიკური ოპონენტი და ხელისუფლების დაუძინებელი მტერია.

 

„სასამართლო განჩინების საფუძველზე, სამსახურეობერივი უფლებამოსილების გადამეტების და დანაშაულის დამამაძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაკავებულია კონსტიტუციური  უსაფრთხოების დეპარტამენტის, თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი მერებაშვილი, მეორე სამმართველოს ყოფილ მაღალჩინოსნებს ლევან ქარდავა და რევაზ შიუკაშვილი, მათ წარედგინათ ბრალდებები”, – აცხადებს პროკურორი.

 

 

წყარო: http://mcm.ge

 

big_banner
არქივი