logo_geo
ბათუმში, კერძო საბავშვო ბაღში ოთხი წლის ბავშვის სავარაუდო ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
- +

21 ოქტომბერი. 2018. 11:36

 

ბათუმში, კერძო საბავშვო ბაღში „მაგადასკარი", ოთხი წლის ბავშვის სავარაუდო ცემის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

 

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე აცხადებს, დაშავებული ბავშვის ფოტო მასალა მას ბავშვის დედამ მიაწოდა. მისი ინფორმაციით, 4 წლის ბიჭს ფიზიკურად ამავე ბაღის ძიძა გაუსწორდა. დედამ კი ბავშვის სხეულზე ტრავმები სახლში მიყვანისას აღმოაჩინა. მერაბ ღოღობერიძის ცნობით, მომხდარის გამო, შესაბამისი უწყების წარმომადგენლები ინფორმირებული არიან.

 

შემთხვევა 18 ოქტომბერს მოხდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი