logo_geo
საქართველოს პირველი ლედის ძმა დააკავეს
- +

14 იანვარი. 2017. 17:31


პრეზიდენტის მეუღლის, პირველი ლიედის, მაკა ჩიჩუას ძმა მიხეილ მგალობლიშვილი დააკავეს. მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარება ედება, რაც 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი" ავრცელებს.


ტელეკომპანიის ინფორმაციით, უკვე გაიმართა სასამართლო პროცესი და მგალობლიშვილს პატიმრობა შეეფარდა.


მიხეილ მგალობლიშვილი სამჯერ არის ნასამართლევი, მას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, თუმცა პრეზიდენტმა შეწყალების წესით 2015 წელს გაათავისუფლა. მან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მხოლოდ 3 წელი გაატარა. მგალობლიშილი 2011 წელს ჯგუფური და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს. პირველად კი 2008 წელს ნარკოტიკების მოხმარებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააპატიმრეს და 2 წლით პატიმრობა მიეჯა. ამნისტიის შეხების შემდეგ მგალობლიშვილმა საპატიმრო 9 თვეში დატოვა, თუმცა 2009 წესლ ისევ ნარკოტიკების მოხმარებისთვის დააკავეს.




 

big_banner
არქივი