logo_geo
ბათუმში კორპუსიდან კაცი გადავარდა
- +

23 ოქტომბერი. 2018. 11:33

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსიდან შუა ხნის კაცი გადავარდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

 

როგორც ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრში აცხადებენ, საქმე სავარაუდოდ სუიციდს ეხება, თუმცა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 

big_banner
არქივი