logo_geo
უკრაინაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც საწარმოში ასობით ადამიანს ანაზღაურების გარეშე ამუშავებდა
- +

13 ნოემბერი. 2018. 14:13

 

უკრაინაში დანაშაულებრივი ჯგუფის 13 წევრი დააკავეს, რომლებიც ხალხის ექსპლუატაციით იყვნენ დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პოლიცია ავრცელებს.

 

მათი ცნობით, ჯგუფის წევრებს შორის არიან საქართველოს მოქალაქე და უკრაინის მოქალაქე ქალი, რომელთაც ოდესის ოლქში სოფლის მეურნეობის საწარმო შექმნეს, სადაც ასობით ადამიანი წლების განმავლობაში ანაზღაურების გარეშე მუშაობდა.

 

უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის სერგეი კნიაზევის განცხადებით, სამსახურში ძირითადად სოციალურად დაუცველი ხალხის აყვანა ხდებოდა. მათ სტაბილურ ხელფასს, საცხოვრებელსა და კვებას ჰპირდებოდნენ.

 

ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა ამოიღეს იარაღი, ავტომობილები და ერთი მილიონი გრივნა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი