logo_geo
ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე ბრალდებულმა ირმა ყოჩიაშვილმა დედის მკვლელობა აღიარა
- +

17 იანვარი. 2017. 12:51


 


76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის განსაკუთრებული სისატიკით მკვლელობასა და მისი სხეულის ორგანოების სხვაგვარად გამოყენებაში ბრალდებულმა ირმა ყოჩიაშვილმა დედის მკვლელობა აღიარა.


საქალაქო სასამართლოში გამართულ დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა ირმა ყოჩიაშვილმა განაცხადა, რომ იგი პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ სრულად ცნობს.


რაც შეეხება, საქმეზე მეორე ბრალდებულს ბექა შენგელიას, იგი წარდგენილ ბრალს, ნაწილობრივ აღიარებს.


„თავს ნაწილობრივ უდანაშაულოს ვცნობ. მედავებიან ადამიანის სხეულის ორგანოების სხვაგვარად გამოყენებას, რაც არ ჩამიდენია. ის აღარ იყო ცოცხალი და მისი დანაწევრება მოხდა გვამის გადაადგილების მიზნით და არა რაიმე რიტუალური მიზნებისთვის, რაზეც არის საუბარი. ეს განსაკუთრებული სისასტიკე არაა. კი, სასტიკი ქმედებაა, როდესაც ადამიანს გაგუდავ, მაგრამ არა განსაკუთრებული", - აღნიშნა ბრალდებულმა.


შეგახსენებთ, რომ შს სამინისტრომ 70 წლის ქალის მკვლელობა 5 ნოემბერს გახსნა. მაშინ სამართალდამცავებმა 5 პირი დააკავა. დაკავებულთაგან ერთი - 18 წლის გოგონა მოკლულის შვილია, მეორე - გოგონას შეყვარებული, დანარჩენი 3 პირი კი - მათი მეგობარი.


გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულთაგან სამმა პირმა 70 წლამდე ქალი ელექტროშოკით გაგუდა, შემდეგ დანა ჩაარტყა, მოკლა და დაანაწევრა, ამის მერე კი დანაწევრებული გვამი გლდანში მდებარე გაუქმებულ ნაგავსაყრელზე ორი ჩანთით გაიტანეს, ბენზინი გადაასხეს და დაწვეს.



 

big_banner
არქივი