logo_geo
ბათუმში, კაზინოში ერთი ახალგაზრდა ქალი მოკლეს, ხოლო მეორე დაჭრეს
- +

24 ნოემბერი. 2018. 10:51

 

 

ბათუმში, კაზინო „პრინცესაში“ ერთი ახალგაზრდა ქალი მოკლეს, ხოლო მეორე დაჭრეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ბათუმიდან იუწყება.

 

შემთხვევა გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა.

 

არსებული ინფორმაციით, მოკლული და დაჭრილი ორივე უზბეკეთის მოქალაქეა.

 

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ქალებს მამაკაცი თავს მოულოდნელად დაესხა. არსებული ცნობით, სავარაუდო დამნაშავე თურქეთის მოქალაქეა.

 

გარდაცვლილს ჭრილობა გულმკერდის არეში დანით აქვს მიყენებული. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. დაჭრილის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

 

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

მომხდართან დაკავშირებით კაზინოში კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 

 

 

big_banner
არქივი