logo_geo
შსს-ს ინფორმაციით, 19 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად ექსპერტიზაა დანიშნული
- +

9 დეკემბერი. 2018. 19:19

 

შსს 19 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას ადასტურებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

რაც შეეხება გარდაცვალების მიზეზებს, როგორც შსს-ში განაცხადეს, დანიშნულია ექსპერტიზა.

 

არსებული ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების მიღების შედეგად, 19 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ნარკოტიკული ნივთიერება თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში მიიღო. შემთხვევა გუშინ მოხდა.

 

გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა უკვე გადაასვენეს ქუთაისში.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი