logo_geo
არასრულწლოვნებზე პიროტექნიკის გაყიდვა დასჯადი გახდება
- +

10 დეკემბერი. 2018. 22:40

 

 

არასრულწლოვნებზე პიროტექნიკის გაყიდვა დასჯადი გახდება. აღნიშნულ რეგულაციას ახალი საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის ავტორი და ინიციატორი საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშია.

 

კანონპროექტი დღეს საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარადგინეს.

 

კანონდარღვევების შემთხვევაში, ფიზიკური პირი 100, იურიდიული კი 200 ლარით დაჯარიმდება. ერთი წლის განმავლობაში დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, სანქცია ორმაგდება. ჯარიმა ადგილზე გამოიწერება.

 

„საკანონმდებლო ინიციატივა მოიაზრებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებას, რომლის ფარგლებშიც 18 წლამდე მოზარდებზე პიროტექნიკის გაყიდვა აიკრძალება. ჩვენ მოვიცავთ ყველა ტიპის პიროტექნიკას და აღსრულება იქნება მუნიციპალიტეტის შესაბამისი საზედამხედველო სამსახურების მიერ. ჯარიმა ფიზიკური პირების შემთხვევაში100ლარია. იურიდიულ პირზე – 200. არ გამოვრიცხავ, რომ იურიდიული პირების შემთხვევაში, გადავხედოთ კანონმდებლობას“, – განუცხადა პირველ არხს მარიამ ჯაშმა.

 

მისივე თქმით, რეგულაცია ახალ წლამდე ამოქმედდება.

 

 

big_banner
არქივი