logo_geo
მარნეულში 70 წლამდე ასაკის ქალი მოკლული იპოვეს
- +

15 დეკემბერი. 2018. 15:40

 

 

მარნეულში 70 წლამდე ასაკის ქალი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. შემთხვევა სოფელ კიროვკაში მოხდა. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილის ეზოში მიწა იყო ამოთხრილი, სავარაუდოდ, მოკლულის დასამარხად.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მათივე ცნობით, სავარაუდო დამნაშავე დადგენილია და მიმდინარეობს მისი სამძებრო ღონისძიებები.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი