logo_geo
მარნეულში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
- +

15 დეკემბერი. 2018. 16:33

 

მარნეულის რაიონის სოფელ კიროვკაში, მკვლელობის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

 

ოჯახის ნათესავის რამალ მუსაევის ინფორმაციით, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება, ცხედარი დღეს დილით გარდაცვლილის ძმისშვილმა ნახა. მას თავის არეში ჭრილობა სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

 

მარნეულის რაიონის სოფელ კიროვკაში მკვლელობა გამთენიისას მოხდა.

 

თანასოფლელების თქმით, სახლის ეზოში აღმოაჩინეს ორმოც. მეზობლები ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ ორმოში აპირებდა მკვლელობის ჩამდენი ცხედრის დამარხვას.

 

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და მის დასაკავებლად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი