logo_geo
კახაბერ საბანაძე: თუ ვინმე დასასჯელია, თუ დაირღვა კანონი, აუცილებლად ყველა კანონის წინაშე აგებს პასუხს!
- +

16 დეკემბერი. 2018. 14:36

 

„თუ მოგვეხმარებიან, მათი გადაადგილება მოხდება ორგანიზებულად. საგზაო მოძრაობის კოლაფსის თავიდან აცილების მიზნით დაიგეგმა ეს ღონისძიება“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახაბერ საბანაძემ ველისციხესთან ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„მოქალაქეებს ვუთხარით, რომ მაქსიმალურად დავიცავთ მათ უსაფრთხოებას. თუ მოგვეხმარებიან მათი გადაადგილება მოხდება ორგანიზებულად. საგზაო მოძრაობის კოლაფსის თავიდან აცილების მიზნით დაიგეგმა ეს ღონისძიება. ამ შეფერხებასთან დაკავშირებით მოსახლეობას, რა თქმა უნდა, დილით წინასწარ ვაცნობეთ. დილით გავრცელდა პრესრელიზი, რომ გარკვეული შეზღუდვები იქნებოდა გზებზე. საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ჩვენს მოქალაქეებს აუხსნეს, რომელი მიმართულებით იქნებოდა გადაადგილება თავისუფალი. ეს იყო ყვარელი და ამ მიმართულებით უნდა ემოძრავათ“, - განაცხადა კახაბერ საბანაძემ.

 

ასევე, შს მინისტრის განცხადებით, თუ ველისციხესთან განვითარებული მოვლენების დროს ვინმემ კანონი დაარღვია, გამოძიება დაიწყება და ყველა კანონის წინაშე აგებს პასუხს.

 

„თუ ვინმე ნაცემია, თუ ვინმე დასასჯელია, თუ დაირღვა კანონი, აუცილებლად ყველა კანონის წინაშე აგებს პასუხს. თუ იქნება სისხლის სამართლის ნიშნები, რა თქმა უნდა, დაიწყება გამოძიება და დამნაშავე სრული სიმკაცრით დაისჯება. თელავში ტარდება ღონისძიება, ჩამოსულები არიან მაღალი დონის სტუმრები, შესაბამისად ვთავაზობთ ორგანიზებულად გადაადგილებას“, - აღნიშნა საბანაძემ.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი