logo_geo
5-წლიანი სასამართლო განხილვების შემდეგ, ბუტა რობაქიძის საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება
- +

18 დეკემბერი. 2018. 10:39

 

5-წლიანი სასამართლო განხილვების შემდეგ, ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილი განაჩენს დღეს გამოაცხადებს. სასამართლო სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული.

 

აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული 5 პირიდან 4 გამამართლებელი განაჩენის მოლოდინშია, ერთი პირი კი, ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ბრალდებულია 5 პირი: გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი.

 

ზაზა ბაქრაძე ერთადერთია აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულთაგან, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და აცხადებს, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე იარაღი მიტანილია და ამაში მასაც აქვს მონაწილეობა მიღებული. ბაქრაძე მიმდინარე წლის 28 თებერვალს ჩვენების მისაცემად დაბრუნდა საქართველოში, რა დროსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 30 მარტს ის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი