logo_geo
ია მეტრეველი: ნეტავ, ჩემი შვილიც ცოცხალი იყოს და 5 წელი კი არა, თუნდაც 20 ჰქონდეს მისჯილი
- +

18 დეკემბერი. 2018. 15:11

 

„დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მოსამართლეებს, მათი გადაწყვეტილება ნამდვილად სამართლიანი იყო“, - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

 

„ნამდვილად ველოდი სამართლიან გადაწყვეტილებას. მადლობა მინდა ვუთხრა მოსამართლეებს, ნამდვილად სამართლიანი იყო მათი გადაწყვეტილება. აქ რაც მოაწყვეს კივილი, წივილი და უბედურება, მე მათ მინდა, ვუთხრა, ნეტავ, ჩემი შვილიც ცოცხალი იყოს და ხუთი წელი კი არა, 20 წელი ჰქონდეს მისჯილი, ოღონდ ვიცოდე, რომ სადმე სუნთქავს. რას კივიან და რას წივიან, ჩემთვის გაუგებარია. ამხელა დანაშაული აქვთ ჩადენილი და იმის მაგივრად, თავისი ფეხით წასულიყვნენ ციხეში და ცოდვა მოეხსნათ, აქ რა დღეში არიან, ანგრევენ, კივიან და წივიან“, - განაცხადა ია მეტრეველმა.

 

მისივე თქმით, 15 წელია სამართლიანობის აღდგენისთვის იბრძვის და ეს დღეს აღსრულდა.

 

„სასამართლო სხდომაზე პროკურორს რაღაც ესროლეს და სისხლიანი გაიყვანეს. ამ ავაზაკებმა ჩემს შვილს ჯერ სიცოცხლე წაართვეს, უკანონოდ, უდანაშაულოდ და შემდეგ ბანდიტად გამოაცხადეს. 15 წელია ვიბრძვი სამართლისთვის. მე მინდა, საზოგადოებას მივულოცო ეს დღე, რადგან დღეიდან ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა მკვიდრდება და ასე გაგრძელდება, დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა ია მეტრეველმა.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი