logo_geo
ახალციხეში 31 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს
- +

22 დეკემბერი. 2018. 20:38

 

ახალციხეში 31 წლის ქალი ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ის სოფელ ბოლაჯურიდან იყო და ბინაში სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, ის ახალციხეში კვების ერთერთ ობიექტში მუშაობდა. დღეს სამსახურში უნდა მისულიყო და როცა არ გამოცხადდა, თანამშრომლებმა მისი ძებნა დაიწყეს.

 

„ამასობაში კი მისი სახლიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ სახლში გარდაცვლილი უნახავთ“, – ამბობენ კვების ობიექტში.

 

მათი თქმით, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ.

 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.  გარდაცვლილი სოფელში უკვე გადაასვნეს. მას შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი