logo_geo
თბილისში გადამზიდი კომპანიის ოფისი დააყაჩაღეს
- +

23 დეკემბერი. 2018. 19:11

 

 

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე კომპანია „ინექს ჯგუფის“ ოფისი დააყაჩაღეს. ამის შესახებ ინფორმაცია imedinews-ს შსს-ში დაუდასტურეს

 

„ინექს ჯგუფი“ ამერიკიდან და ევროპიდან კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას ახორციელებს.

 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

 

ამ დროისთვის ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი