logo_geo
გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე დღეს შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს
- +

28 დეკემბერი. 2018. 10:34

 

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის ორგანიზებაში ბრალდებული მსახიობის, გიორგი გიორგანაშვილისა და ამავე ბრალდებით დაკავებული ირაკლი ქორიძის საქმეზე დღეს შესაძლოა, მოსამართლე გიორგი არევაძემ განაჩენი გამოაცხადოს.

 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას, ბრალდებულები კი საბოლო სიტყვებს წარმოთქვამენ. ამის შემდეგ მოსამართლე სათათბიროდ გავა.

 

შეგახსენებთ, რომ ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულ ბახალას შსს-მ მიმდინარე წლის 2 აპრილს ბრალი დაუმძიმა. გიორგანაშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი გიორგანაშვილს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

 

 

big_banner
არქივი