logo_geo
გარდაცვლილი 9 თვის ბავშვის დედა: ექსპერტიზის პასუხის მიღებამდე, მომხდარში ვერავის დავადანაშაულებ!
- +

9 იანვარი. 2019. 02:50

 

„ექსპერტიზის პასუხის მიღებამდე, მომხდარში ვერავის დავადანაშაულებ“, – ამის შესახებ გორის რაიონის სოფელ ბერბუკში გარდაცვლილი 9 თვის ბავშვის დედამ ნინო ჩახვაშვილმა განაცხადა.

 

დედა იხსენებს, რომ თავდაპირველად, ბავშვი ყვარლის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას წითელის დიაგნოზი დაუსვეს, მოგვიანებით კი თბილისში წაიყვანეს.

 

„თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მდებარე კლინიკაში ბავშვი ფილტვების უკმარისობით მოათავსეს. 30 დეკემბერს საავადმყოფოდან გაწერეს, თუმცა ჩემს შვილს ისევ აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა. მე გორიდან ვარ და მშობლიურ სოფელში ჩავედი. იქ გადასხმები გავუკეთე და ტემპერატურამ დაიწია. ამის შემდეგ, თითქოს, ბავშვი კარგად იყო. რა მოხდა, რამ გამოიწვია მისი მოულოდნელი გარდაცვალება, მიზეზი არ ვიცი. ბავშვს ექსპერტიზა სამხარაულის კლინიკაში ჩაუტარდა და ველოდები პასუხს. ამის შემდეგ განვსაზღვრავ, რას მოვიმოქმედებ. ამ ეტაპზე კი ვერავის დავადანაშაულებ მომხდარში“, – აცხადებს გარდაცვლილის დედა ნინო ჩახვაშვილი.

 

გორის რაიონის სოფელ ბერბუკში 9 თვის გოგონა გარდაიცვალა. სავარაუდო მიზეზად ბავშვის დეიდა გრიპის გართულებას ასახელებს.

 

დედათა და ბავშვთა ცენტრი „იავნანაში“ აცხადებენ, რომ 31 დეკემბერს ბერბუკიდან ცხრა თვის ბავშვი მაღალი ტემპერატურით შემოიყვანეს, თუმცა შეთავაზების მიუხედავად, დედამ შვილი კლინიკაში არ დატოვა.

 

9 თვის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

 

 

big_banner
არქივი