logo_geo
ჭავჭავაძის გამზირზე ავარიაში მონაწილე სასწრაფოს მძღოლის სიმთვრალე არ გამოვლინდა
- +

9 იანვარი. 2019. 17:28

 

 

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლს ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევა და მისი ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტი არ გამოვლინდა“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ბერეკაშვილმა განუცხადა. თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრისთვის უცნობია, რას შეიძლება გამოეწვია ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა.

 

„დაუდასტურებელი, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მძღოლს ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევა და მისი ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტი არ გამოვლინდა. რას შეიძლებოდა გამოეწვია ავტოსაგზაო შემთხვევა, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული ვერსიები არ გაგვაჩნია. ველოდებით გამოძიების შედეგებს, რაც სამართალდამცველი ორგანოების პრეროგატივაა“, - განაცხადა ირაკლი ბერეკაშვილმა.

 

დღეს დილით ჭავჭავაძის გამზირზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ტროტუარზე მდგომ მუშებს შეეჯახა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 1 და დაშავდა 12 ადამიანი. მომხდარის შედეგად ერთ-ერთ დაშავებულ მამაკაცს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

 

გამოძიება სსკ-ის 276-ე მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

big_banner
არქივი