logo_geo
წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
- +

9 იანვარი. 2019. 17:31

 

 

წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, 8 იანვარს საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის ბ.უ-ს, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული სიგარეტი (560 ღერი) აღმოაჩინეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.

 

big_banner
არქივი