logo_geo
მარნეულში დედამ შვილი დაჭრა
- +

13 იანვარი. 2019. 15:23

 

მარნეულში დედამ შვილი ცივი იარაღით დაჭრა. ახალგაზრდა ქალს ჭრილობები ყელისა და გულმკერდის არეში აქვს მიყენებული. მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. 30 წლის ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

 

რაც შეეხება დედას, ის პოლიციამ უკვე დააკავა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

 

გამოძიება ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.

 

 

big_banner
არქივი