logo_geo
კახა საბანაძე: ამ ეტაპზე საფრთხე მოხსნილია და მიმდინარეობს ტერიტორიის სრულად შესწავლა
- +

16 იანვარი. 2019. 23:08

 

 

სამი გარდაცვლილი და ხუთი დაშავებული, ასეთი მონაცემებია ამ ეტაპზე დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად.

 

როგორც ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ განუცხადა, კვლავ მიმდინარეობს ტერიტორიის დათვალიერება და შესაბამისი ინფორმაციის გადამოწმება.

 

საბანაძის თქმით, ამ ეტაპზე საფრთხე მოხსნილია და მიმდინარეობს ტერიტორიის სრულად შესწავლა.

 

ადგილზე იმყოფება პრემიერ-მინისტრი, რომელიც სიტუაციას გაეცნო. ასევე ადგილზე იმყოფებიან „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლებიც.

 

 

big_banner
არქივი