logo_geo
უზენაესი სასამართლო „ქრონიკა+“-ს სიცრუეში ამხელს!
- +

24 იანვარი. 2017. 19:14



საქართველოს უზენაესი სასამართლო გაზეთ „ქრონიკა+"-ის შესახებ განცხადებას ავრცელებს:


„24 იანვარს გაზეთმა „ქრონიკა+"-მა გამოაქვეყნა ჟურნალისტ თამარ როსტიაშვილის ე.წ. „ექსკლუზიური ინტერვიუ ნინო გვენეტაძესთან". უზენაესი სასამართლოს პრესსამსახური აცხადებს, რომ გაზეთ „ქრონიკა+"-ის ჟურნალისტ თამარ როსტიაშვილის შეხვედრის ფაქტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან ინტერვიუს აღების მიზნით ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, 2017 წლის 24 იანვარს გაზეთ „ქრონიკა+"-ში გამოქვეყნებული სტატია „ექსკლუზიური ინტერვიუ ნინო გვენეტაძესთან" შეიცავს ინფორმაციას, რომელიც აღებულია ა.წ. 14 იანვარს, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციაზე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოველწლიური საანგარიშო მოხსენებიდან. ამასთან, სტატიაში ჟურნალისტის მიერ ვითომდა დასმულ კითხვებზე პასუხებად გამოყენებულია კონტექსტიდან ამოღებული სხვადასხვა დროს გავრცელებული ინფორმაცია და, სავარაუდოდ, წარმოადგენს ჟურნალისტის თვითშემოქმედებას და მის ნააზრევს. საქართველოს უზენაესი სასამართლო იტოვებს იმედს, რომ აღნიშნულზე გაზეთის რედაქცია ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი