logo_geo
ტრაგედია ლანჩხუთში - 30 წლამდე მამაკაცმა სავარაუდოდ თავი მოიკლა: „ყველა მის სახელს ფიცულობდა, უპატიოსნესი ბიჭი იყო“...
- +

28 იანვარი. 2019. 18:11

 

ლანჩხუთის რაიონის სოფელ წიაღობანში 30 წლამდე ლაშა ჭანტურიამ, ახლობლების განცხადებით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მეზობლები გარდაცვლილ ახალგაზრდას დადებითად ახასიათებენ და მათაც უკვირთ, რა მოხდა.

 

სოფლის მაჟორიტარი რევაზ კვაჭაძე „პრაიმტაიმთან“ საუბარში აცხადებს, რომ მთელი სოფელი შეწუხებულია მომხდარით.

 

„მეზობელმა ნახა დილით. თავი ჩამოიხრჩო. ყველა მის სახელს ფიცულობდა, უპატიოსნესი ბიჭი იყო. დაოჯახებული არ იყო და ყველა ეუბნებოდა, ცოლი როდის მოგყავსო. ძალიან დაგვწყვიტა ყველას გული. ალალად შრომობდა, მაგის თამაში არავის ახსოვს და სხვა რამ. ვერ გეტყვით, რა მოხდა, შოკირებულნი ვართ“, - აცხადებს რევაზ კვაჭაძე.

 

შსს-ს ცნობით, საქმე 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი