logo_geo
შსს: მოვუწოდებთ საზოგადოებას, შეწყვიტონ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება
- +

1 თებერვალი. 2019. 13:04

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას მოუწოდებს, არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში და შეწყვიტონ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება.

 

ამის შესახებ შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

 

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ისე მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

 

მოვუწოდებთ საზოგადოებას, არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები“, - აცხადებენ შსს-ში.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით 16 პირი დააკავა.

 

 

big_banner
არქივი