logo_geo
უკრაინაში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს
- +

1 თებერვალი. 2019. 17:57

 

უკრაინის ქალაქ ნიკოლაევში საქართველოს 4 მოქალაქე ადგილობრივი მცხოვრების გატაცების და წამების ფაქტზე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ნაციონალური პოლიცია ავრცელებს.

 

„საქართველოს 4 მოქალაქე, რომელთა ასაკი 27-დან 34 წლამდეა, ქალაქ ნიკოლაევში სევასტოპოლის ქუჩაზე დაქირავებულ ბინაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ბინაში დაზარალებულიც იმყოფებოდა, რომელიც ბოროტმოქმედებმა ქუჩიდან გაიტაცეს, ძალით ჩასვეს მანქანაში და მითითებულ მისამართზე მიიყვანეს. 32 წლის მამაკაცი დამნაშავეებმა სცემეს და 20 ათასი გრივნის ოდენობით არ არსებული ვალის დაბრუნებას ითხოვდნენ. ასევე, უცხოელებმა მას არსებული ფული და მობილური ტელეფონიც წაართვეს”, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

 

როგორც ცნობილია, დანაშაულებრივი ჯგუფის მოქმედებას კიდევ ერთი კავკასიური წარმომავლობის პირი კურირებდა, რომელიც ამჟამად, ნიკოლაევის ციხეში რიგი დანაშაულების ჩადენისთვის იმყოფება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი